ტოჩინოშინმა რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტსმენმა ივლისის ტურნირი დადებითი ბალანსით 10:5 დაასრულა, შესაბამისად, ახალ რეიტინგში მან დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას პოზიცია დაიკავა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოშინოჩინის სახელითაა ცნობილი, უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში (ბანძუკე) საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა.

ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ქართველი სუმოისტი პლუსშია - ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ივლისის ბაშოზე

ივლისის ბაშოზე ქართველი სპორტსმენი დასავლეთის 11 მაეგაშირას რანგში ასპარეზობდა. 32 წლის ტოჩინოშინმა ტურნირი დადებითი ბალანსით 10:5 დაასრულა, შესაბამისად, ახალ რეიტინგში ქართველმა სპორტსმენმა დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას პოზიცია დაიკავა.

ახალი რეიტინგი სუმოს იაპონიის ასოციაციამ აკი ბაშოს წინ გამოაქვეყნა, რომელიც ტოკიოში 13-27 სექტემბერს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გასული წლის აკი ბაშოზე დაკარგა გორგაძემ ოძეკის ტიტული, როცა ტურნირი უარყოფითი ბალანსით 6:9 დაასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0