ყაზანის „რუბინმა“ ორ ქართველთან კონტრაქტი არ გააგრძელა

© photo: courtesy of FC "Rubin"ბექა მიქელთაძე
ბექა მიქელთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი განაგრძობს თამაშს – ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ყაზანის საფეხბურთო კლუბმა „რუბინმა“ ორ ქართველ ფეხბურთელთან – ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანთან კონტრაქტი არ გააგრძელა, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ორივე ფეხბურთელი „რუბინში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლიდან ისინი ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარის უფლებით გამოდიოდნენ.

ზურიკო დავითაშვილი - Sputnik საქართველო
„რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი: მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს

„რუბინის“ შემადგენლობაში მიქელთაძემ 11 მატჩი ჩაატარა და გაიტანა ერთი გოლი, ხოლო ყიფიანმა – არცთუ შედეგანი სამი მატჩი.

„რუბინმა“ თავის განცხადებაში ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

მიქელთაძე საქართველოს მოქალაქე და თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილი.

„რუბინში“ კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი გამოდის (ძირითად შემადგენლობაში) – ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი.

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 21 ივნისს განახლდება.

ყველა ახალი ამბავი
0