18:53 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (942)
48 0 0

ესპანური გუნდის ყველა კალათბურთელი ვალდებულია დარბაზში მისვლისა და მისი დატოვებისას ხელთათმანები და დამცავი ნიღბები ეკეთოს

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. კალათბურთის კლუბი „ბასკონია“, რომლის კაპიტანიც თორნიკე შენგელიაა, COVID-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებული პაუზის შემდეგ ვარჯიშს უბრუნდება, აღნიშნულია ესპანური გუნდის ვებგვერდზე.

კალათბურთელები სამდღიან სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ოთხშაბათამდე, 13 მაისამდე, ვარჯიშს შეუდგებიან. მოედანზე ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს ექვსი მოთამაშე, დისტანცია კი კალათბურთელებს შორის ოთხ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

გარდა ამისა, კლუბის ყველა კალათბურთელი ვალდებულია დარბაზში მისვლისა და მისი დატოვებისას ხელთათმანები და დამცავი ნიღბები ეკეთოს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატის ჩატარების რეგლამენტი შეიცვალა. ტურნირის შეწყვეტამდე კლუბებმა 23 ტური ჩაატარეს, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 12 გუნდი განაგრძობს. ამ მომენტისთვის „ბასკონია“ მერვე ადგილზეა.

ჯერ არ არის ცნობილი, როდის განახლდება ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ თუ ეს 10 ივლისამდე არ მოხდება, სეზონი გაუქმდება.

თემები:
სპორტის ამბები (942)

მთავარი თემები