ქართველმა ფეხბურთელმა ბელარუსის ჩემპიონატის მატჩში ტრავმა მიიღო

© photo: FC Shakhtyor Soligorskლაშა შინდაგორიძე
ლაშა შინდაგორიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინდაგორიძე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და ტრავმა მე-18 წუთზე მიიღო. მან მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ, რომელიც სოლიგორსკის „შახტიორში“ თამაშობს, ბელარუსის ჩემპიონატის IV ტურში „სმოლევიჩის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო. 

გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
ორი ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ვიცე–ჩემპიონი გახდა

შინდაგორიძე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და ტრავმა მე-18 წუთზე მიიღო.

ნახევარმცველი, ისე, რომ არავის შეჯახებია, მინდორზე დაეცა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.

„საუკეთესო შემთხვევაში ეს მენისკია, შესაძლოა, ჯვარედინიც... ეს ფეხბურთია, კაცური სპორტი. სამწუხაროა, მაგრამ სერიოზული ტრავმები ხდება ხოლმე. ვიფიქროთ უკეთესზე, იქნებ ასეც მოხდეს", – განაცხადა „შახტიორის“ მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი ფრედ დასრულდა - 0:0.

შინდაგორიძე თბილისის „საბურთალოდან“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა „შახტიორში“, რომლის შემადგენლობაშიც 16 მატჩი ჩაატარა და გაიტანა ორი გოლი.

ბელარუსის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 4 ტურის შემდეგ „შახტიორი“ ხუთი ქულით მე-12 ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0