21:44 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (732)
55 0 0

რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რადგან ნაკრებებს საერთაშორისო მატჩები პრაქტიკულად არ ჩაუტარებიათ

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა FIFA/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში 91-ე პოზიცია შეინარჩუნა.

რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რადგან ნაკრებებს საერთაშორისო მატჩები თითქმის არ ჩაუტარებიათ.

საქართველოს ნაკრებს 1 267 ქულა აქვს, ჩვენი გუნდი მადაგასკარისა და ისრაელის ეროვნულ გუნდებს შორისაა.

რაც შეეხება ბელორუსის გუნდს - საქართველოს ნაკრების მეტოქეს უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის მოახლოებულ მატჩში, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო „დინამო არენაზე“, იგი 87-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს უძლიერესი გუნდების სიაში კი კვლავ ბელგიის გუნდი ლიდერობს. „წითელი ეშმაკების" ანგარიშზეა 1765 ქულა. მეორე ადგილზე არიან მსოფლიო ამჟამინდელი ჩემპიონები - ფრანგები (1733), ხოლო მესამეზე - ბრაზილიაა (1712).

თემები:
სპორტის ამბები (732)

მთავარი თემები