თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა FIFA/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში 91-ე პოზიცია შეინარჩუნა.
რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რადგან ნაკრებებს საერთაშორისო მატჩები თითქმის არ ჩაუტარებიათ.
საქართველოს ნაკრებს 1 267 ქულა აქვს, ჩვენი გუნდი მადაგასკარისა და ისრაელის ეროვნულ გუნდებს შორისაა.
რაც შეეხება ბელორუსის გუნდს - საქართველოს ნაკრების მეტოქეს უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის მოახლოებულ მატჩში, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო „დინამო არენაზე“, იგი 87-ე ადგილს იკავებს.
მსოფლიოს უძლიერესი გუნდების სიაში კი კვლავ ბელგიის გუნდი ლიდერობს. „წითელი ეშმაკების" ანგარიშზეა 1765 ქულა. მეორე ადგილზე არიან მსოფლიო ამჟამინდელი ჩემპიონები - ფრანგები (1733), ხოლო მესამეზე - ბრაზილიაა (1712).