19:45 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (722)
37 0 0

გორგაძე ჰაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსის მიღწევას ვეღარ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეიტინგში ჩამოქვეითდება.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე მერვე მარცხი განიცადა.
ტურნირის მე-13 დღეს ქართველი სპორტსმენი დასავლეთის მე–13 მაეგაშირა კოტოსიოგიკუსთან დამარცხდა. 

ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინი მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსის მიღწევას ვეღარ შეძლებს. ამ დროისათვის ქართველი სუმოისტის აქტივში მხოლოდ ხუთი გამარჯვება და რვა წაგებაა, ტურნირზე კი სულ ორი ორთაბრძოლის გამართვა დარჩა.

ეს კი ნიშნავს, რომ განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინი, რომელსაც წინა სეზონზე ოძეკის ტიტული ჰქონდა, რამდენიმე პოზიციას კიდევ დაკარგავს.

მომდევნო შეხვედრა ქართველ სუმოისტს აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირასთან მოუწევს.

თემები:
სპორტის ამბები (722)

მთავარი თემები