21:39 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (864)
86 0 0

იმისათვის, რომ რეიტინგში საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესოს, სუმოისტმა დარჩენილი ოთხი ორთაბრძოლიდან სამი წარმატებით უნდა დაასრულოს.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირის მე-11 დღეს ქართველი სპორტსმენი დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით, იგივე ჰენკათი სძლია. 

 

ჰაცუ ბაშოზე ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა გაიუმჯობესა გამარჯვებისა და დამარცხების ბალანსი. ამჟამად გორგაძის აქტივში ხუთი გამარჯვება და ექვსი წარუმატებელი გამოსვლაა.

იმისათვის, რომ რეიტინგში საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესოს, სუმოისტმა დარჩენილი ოთხი ორთაბრძოლიდან სამი წარმატებით უნდა დაასრულოს.

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება.

თემები:
სპორტის ამბები (864)

მთავარი თემები