პირველი გამარჯვება – ქართველმა სუმოისტმა გულშემატკივარი გაახარა

© photo: Tochinoshin Tsuyoshi / FBლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ ტოჩინოშინმა პოზიციები შეინარჩუნოს და რეიტინგში არ ჩამოქვეითდეს, მიმდინარე ტურნირზე 15 ორთაბრძოლიდან 8 უნდა მოიგოს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის მესამე დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მერვე მაეგაშირა კირიბაიამას შეხვდა და საკმაოდ მარტივად მოიპოვა გამარჯვება.

ქართველი სპორტსმენის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირა ტაკანოში იქნება, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დაუმარცხებლად ასპარეზობს. მანამდე სპორტსმენებმა ერთმანეთის შესაძლებლობები ერთხელ გამოსცადეს, მაშინ გამარჯვება იაპონელ სუმოისტს ხვდა წილად.

რაც შეეხება ლევან გორგაძეს, სისტემატური ტრავმების გამო ქართველმა სპორტსმენმა გასული სეზონი წარუმატებლად ჩაატარა და ოძეკის ტიტული დაკარგა. თუ მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე იგი მინიმალური დადებითი ბალანსის მიღწევას ვერ შეძლებს, მაშინ გორგაძე რეიტინგში ჩამოქვეითებას გააგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0