01:25 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (661)
54 0 0

სპორტულ კომპლექსში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამი დარბაზი, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შესაძლებელს გახდის.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველო „ევრობასკეტი 2021"-ის მატჩებს ახალ სპორტკომპლექსში უმასპინძლებს, რომელიც 10,5 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

2021 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩემპიონატი ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოში (თბილისი), გერმანიაში (ბერლინი და კიოლნი), იტალიასა (მილანი) და ჩეხეთში (პრაღა) გაიმართება. თბილისი ჩემპიონატს 2-19 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს.

სპორტულ კომპლექსში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამი დარბაზი, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შესაძლებელს გახდის. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის მშენებლობის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია.

პროექტის საერთო ღირებულება 71 მლნ ლარია, აქედან 50 მლნ ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 21 მლნ ლარი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისს ახალი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა დარჩება.

თემები:
სპორტის ამბები (661)

მთავარი თემები