საქართველოში დაგეგმილმა „ევრობასკეტი 2021“-მა ლოგო მიიღო

© Sputnik / STRINGERკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში 17-29 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) ოფიციალურად წარმოადგინა მამაკაცებს შორის ევროპის ჩემპიონატის ლოგოტიპი და ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოშიც გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევრობასკეტი 2021“-ის ლოგოს პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ სპორტულ გადაცემა "ტაიმ-აუტში" გაიმართა. პარალელურად ლოგო წარუდგინეს ჩეხეთის, იტალიისა და გერმანიის მცხოვრებლებსაც – დაგეგმილი ტურნირის სამ სხვა მასპინძელ ქვეყანას.

ევროპის ქვეყნებს შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ლოგოზე გამოსახულ ყველა ნიშანს თავისი მნიშვნელობა აქვს. ინტერნეტის ეპოქაში ეს სიმბოლოები ცნობილია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის – WiFi-ს ან ჰეშთეგის ნიშანი.

„გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან კალათბურთის ირგვლივ ერთიანდებიან. ეს ერთობა დრამატულია, სავსეა ემოციით, მოლოდინითა და მღელვარებით, რაც მსოფლიო კალათბურთის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. ევროპული კალათბურთი ძლიერ და მჭიდროდ აკავშირებს გულშემატკივრებს", – ნათქვამია ლოგოს აღწერაში.

ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოში (თბილისი), გერმანიაში (ბერლინი და კიოლნი), იტალიასა (მილანი) და ჩეხეთში (პრაღა) 17-29 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0