15:48 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (757)
10810

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს და სერბეთს შორის ბრწყინვალე იყო თად მაკფადენი, რომელმაც გუნდს 33 ქულა მოუტანა, გიორგი შერმადინის ანგარიშზე კი 23 ქულაა.

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოს და სერბეთს შორის ჩვენი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა - 90:94.

შეხვედრის პირველი ნახევარი სერბების უპირატესობით წარიმართა, თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია სერბეთს. პირველი ნახევრის დამთავრების შემდეგ თად მაკფადენის ანგარიშზე იყო 11 ქულა, გიორგი შერმადინის - 10 ქულა. დიდი შესვენებისთვის ანგარიში 48:41 იყო.

შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და ტაბლოზე თანაბარი ქულები არაერთხელ დაფიქსირდა, რამდენჯერმე კი დავწინაურდით. მესამე მეოთხედის შემდეგ საქართველო მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა სერბეთის ნაკრებს - 67:65.

მეოთხე პერიოდში ჩვენი ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე იყო და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 90:94.

ბრწყინვალე იყო თად მაკფადენი, რომელმაც გუნდს 33 ქულა მოუტანა, გიორგი შერმადინის ანგარიშზე კი 23 ქულაა.

საქართველო „ევრობასკეტი 2021“-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოში (თბილისი), გერმანიაში (ბერლინი და კიოლნი), იტალიასა (მილანი) და ჩეხეთში (პრაღა) 17-29 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

თემები:
სპორტის ამბები (757)

მთავარი თემები