12:42 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (661)
48 0 0

FIFA-ს რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რადგან ნაკრებებს საერთაშორისო მატჩები თითქმის არ ჩაუტარებიათ

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა FIFA/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში 91-ე პოზიცია შეინარჩუნა.

რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რადგან ნაკრებებს საერთაშორისო მატჩები თითქმის არ ჩაუტარებიათ.

საქართველოს ნაკრებს 1 267 ქულა აქვს და ჩვენი გუნდი 2 ქულით ჩამორჩება ლიბანის და კონგოს გუნდებს, მაგრამ 7 ქულით ისრაელს უსწრებს.

რაც შეეხება უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის მომავალ მატჩს, რომელიც 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსის გუნდი იქნება, რომელიც რეიტინგში 87-ე ადგილს იკავებს.

უძლიერესი გუნდების სიის სათავეში კვლავ ბელგიის ნაკრებია. „წითელი ეშმაკების“ ანგარიშზე 1765 ქულაა. მეორე ადგილზე არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - ფრანგები (1733), ხოლო მესამეზე - ბრაზილიის ნაკრები (1712).

თემები:
სპორტის ამბები (661)

მთავარი თემები