საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებ ბილეთებზე დიდი მოთხოვნაა

© photo: Sputnikდინამო არენა
დინამო არენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში ნახევარფინალური მატჩი ბელარუსსა და საქართველოს გუნდებს შორის თბილისში 26 მარტს გაიმართება.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ფეხბურთში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში ერთ დღე-ღამეში 26 ათასი გაიყიდა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სულ იგეგმება 52 ათასი ბილეთის რეალიზება.

ფედერაციის წარმომადგენლების მონაცემებით, გულშემატკივრებს შორის უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისადმი დიდი ინტერესი შეიმჩნევა. ამიტომაც „დინამო არენას" სალაროებში ბილეთების გაყიდვა 22 თებერვლიდან დაიწყება.

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში ნახევარფინალური მატჩი ბელარუსსა და საქართველოს გუნდებს შორის თბილისში, „დინამო არენას" სტადიონზე 26 მარტს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდები. ამ ჯგუფის ფინალური მატჩი საქართველო–ბელარუსს შორის გამარჯვებულის მოედანზე გაიმართება.

გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, რომელიც კონტინენტის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0