ქართველი ჩოგბურთელი Australia Open-ს ტოვებს

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრემდე მივიდა, სადაც ბერძენ სტეფანო ციციპასთან დამარცხდა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (29-ე ნომერი ATP-ს რეიტინგში) Australian Open-ის პრესტიჟურ ტურნირს ტოვებს, მიზეზი – ტურნირის მეორე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან (51-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) დამარცხებაა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკა ბასილაშვილმა ქართველ მორაგბეებთან ერთად ივარჯიშა - ფოტო

ბასილაშვილის გულშემატკივრებმა პირველი სეტის შემდეგ მისი გამარჯვება ირწმუნეს, თუმცა შემდეგი სამი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა წააგო ანგარიშით 6(5):7(7), 4:6, 4:6.

ბასილაშვილი ტურნირს ტოვებს, ფერნარდო ვერდასკო კი ბრძოლას მერვედფინალში გააგრძელებს, სადაც გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

გასულ წელს ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრემდე მივიდა, სადაც ბერძენ სტეფანო ციციპასთან დამარცხდა ოთხ სეტში – 3:6, 6:3, 6:7, 4:6. იმისთვის, რომ რეიტინგში პოზიციები კიდევ არ დაეთმო, მას მინიმუმ გასული წლის შედეგი უნდა გაემეორებინა.

Australian Open-ის მიმდინარე ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 49 მლნ დოლარამდეა, მამაკაცთა შორის მოქმედი გამარჯვებული კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ყველა ახალი ამბავი
0