20:58 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (616)
8810

ქართველი წყალბურთელები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ და არცერთი მეოთხედი არ დათმეს. ნაკრებების წინა შეხვედრაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს წყალბურთის მამაკაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბუდაპეშტში მეათე ადგილისთვის ბრძოლაში თურქეთის გუნდს ანგარიშით 12:6 მოუგო.

ქართველი წყალბურთელები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ და არცერთი მეოთხედი არ დათმეს: 4:1, 2:2, 4:1, 2:2.

ნაკრებების წინა შეხვედრაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით - ანგარიშით 15:10 დასრულდა.

პარასკევს, 24 იანვარს რევაზ ჩომახიძის შეგირდები რუმინეთი-გერმანიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან და მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლების სტატისტიკა უკვე გააუმჯობესა. თურქეთის ნაკრებთან მატჩის გამართვამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი იყო მე-12 ადგილი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია სერბეთის ნაკრები.

თემები:
სპორტის ამბები (616)

მთავარი თემები