ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის გუნდს დაუპირისპირდებიან

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი-საქართველო-რუსეთი
წყალბურთი-საქართველო-რუსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ევროპის 12 საუკეთესო გუნდებს შორის მოხვდა და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის გუნდს შეხვდება.

ტურნირის რეგლამენტით, ნაკრებები, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე და მესამე ადგილებს დაიკავებენ, მერვედფინალში ითამაშებენ. ხოლო თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ბრძოლას მეოთხედფინალში იწყებს.

ქართველი წყალბურთელები - Sputnik საქართველო
საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

რუსეთის ნაკრები B ჯგუფის მეორე სტრიქონზე აღმოჩნდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 20 იანვარს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალი 26 იანვარს გაიმართება.

დღეისათვის ქართველი წყალბურთელების საუკეთესო შედეგია - მე-12 ადგილი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

ყველა ახალი ამბავი
0