თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის გუნდს შეხვდება.
ტურნირის რეგლამენტით, ნაკრებები, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე და მესამე ადგილებს დაიკავებენ, მერვედფინალში ითამაშებენ. ხოლო თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ბრძოლას მეოთხედფინალში იწყებს.
რუსეთის ნაკრები B ჯგუფის მეორე სტრიქონზე აღმოჩნდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 20 იანვარს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალი 26 იანვარს გაიმართება.
დღეისათვის ქართველი წყალბურთელების საუკეთესო შედეგია - მე-12 ადგილი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე.