12:36 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (555)
77 0 0

ქართულ კლუბში ითამაშებენ: კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბერლინში დღეს იწყება მინი-საფეხბურთო ტურნირი ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters, სადაც წელს პირველად „დინამო თბილისი“ ითამაშებს, რომლის შემადგენლობაში თბილისის მერი და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტურნირზე „დინამო თბილისი“ დღეს პირველ შეხვედრას თბილისის დროით 20:45 საათზე გამართავს. თბილისელების მეტოქე ლევერკუზენის „ბაიერი“ იქნება, მეორე მატჩი კი მოგვიანებით დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შედგება. A ჯგუფის მესამე შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები ხვალ „შალკეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ რვა საფეხბურთო კლუბის ვეტერანები. აქედან შვიდი გერმანულია გუნდია. ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დედაქალაქში სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ითამაშებენ.

თბილისის „დინამოს" მეტოქეები А ჯგუფში გახდებიან დორტმუნდის „ბორუსია", ლევერკუზენის „ბაიერი" და „შალკე 04". მეორე კვარტეტში წარმოდგენილია სამი ბერლინური კლუბი: „ჰერტა", „იუნიონი" და „ტენის-ბორუსია", ასევე ბრემენის „ვერდერი".

კახა კალაძის გარდა, „დინამოს" შემადგენლობაში არიან: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.

ლევან კობიაშვილი „ჰერტას“ ვეტერან ფეხბურთელთა გუნდში იასპარეზებს.

ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გავა. გუნდები ხუთი–ხუთზე ითამაშებენ. მატჩები ორტაიმიანი იქნება, თითო ტაიმი 10 წუთი გაგრძელდება.

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე>>

მინი-საფეხბურთო ტურნირი ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters 2010 წლიდან ტარდება.

თემები:
სპორტის ამბები (555)

მთავარი თემები