დასახელდა საქართველოს 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

© Sputnik / Levan Avlabreliჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე, ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი აღიარეს

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებისა და ყაზახეთის „ტობოლის“ ნახევარმცველი ჯაბა ანკავაა. მას GFF Awards–ის ჯილდო გადაეცა.

შოთა არველაძე - სეზონის შედეგებით უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელია>>

საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გარდა, GFF Awards–ის პრიზები სხვა ნომინაციებშიც გაიცა, მათ შორის:

  • საუკეთესო ფეხბურთელი ქალი – ტატიანა მატვეევა („ტენერიფე“, ესპანეთი)
  • საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ლეგიონერი ბრაზილიიდან ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის „დინამო“)
  • საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ზურიკო დავითაშვილი (ყაზანის „რუბინი“)
  • საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე (ბათუმის „დინამო“).

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული და პირველი ლიგის მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები, მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ქართული ფეხბურთის ვეტერანები.

ყველა ახალი ამბავი
0