11:42 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (568)
10710

ფედერაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ არცერთი ჟურნალისტი არასდროს არ მიახლოებულა ქართველ სპორტსმენებს კომენტარების ასაღებად

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის წარადგინოს დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ლაშა ტალახაძეს დოპინგის სკანდალთან არანაირი კავშირი არ აქვს, განაცხადა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ყიფშიძემ.

გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტში დოპინგის პრობლემაზე წერს, მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის მისამართით დოპინგის გამოყენების ბრალდებები გაისმა.

„მოგეხსენებათ, რომ მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტების და ფაქტების იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, რომ თითქოსდა ლაშა ტალახაძეს არასოდეს ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც რა თქმა უნდა მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ“, - დაწერა ყიფშიძემ Facebook-ზე.

მისი თქმით, არცერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებულა არც ლაშა ტალახაძეს, არც ფედერაციის წარმომადგენლებს ან საქართველოს ნაკრების სხვა ძალოსნებს კომენტარის ასაღებად.

„მაინტერესებს გავიგო რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

წარსულის აჩრდილი: სპორტულმა ჩინოვნიკებმა ქვეყანა დიდი სპორტის გარეშე დატოვეს >>

გერმანელი ჟურნალისტების - ჰაიო ზეპელტის, ნიკ ბატლერის და გრიტ ჰარტმანის გამოძიება „საიდუმლო საქმე დოპინგის შესახებ: შტანგის მბრძანებელი“ გერმანულ ტელეარხ ARD-ზე 5 იანვარს აჩვენეს. ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ოლიმპიური თამაშების, ასევე მსოფლიო ჩემპიონატების 450 მედალისტიდან ნახევარზე მეტს იმ წელს, როდესაც მათ წარმატებას მიაღწიეს, ვარჯიშების პროცესში დოპინგ კონტროლი არ გაუვლია.

ოლიმპიური ჩემპიონი, მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს და ევროპის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე 2019 წელს ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

თემები:
სპორტის ამბები (568)

მთავარი თემები