WADA რუსულ სპორტს სჯის: რას გვასწავლის მისი რეკომენდაციები

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ანტიდოპინგური საააგენტოს რეკომენდაციებმა, რომელიც რუსეთისთვის ოთხი წლით სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, შოკი გამოიწვია ქვეყანაში. ამჯერად ვითარებას პოლიტოლოგი ირინა ალქსნისი მიმოიხილავს

ირინა ალქსნისი

ქვეყნის სპორტული საზოგადოება შოკშია მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გეგმების გამო. გუშინ WADA-ს შესაბამისობის კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ორ ძირითად პუნქტამდე შეიძლება დავიყვანთ: ა) რუსეთი ეფექტურად ებრძვის დოპინგს სპორტში; ბ) რუსეთი მკაცრად უნდა დაისაჯოს. 

სერიოზულად, სწორედ ასე წერია იქ. 

ლავროვის პასუხი WADA-ს რეკომენდაციებზე საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის ჩამოშორების თაობაზე - Sputnik საქართველო
ლავროვის პასუხი WADA-ს რეკომენდაციებზე საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის ჩამოშორებაზე

რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს („რუსადა“) საქმიანობა ეფექტურადაა ცნობილი, ხოლო მისი თანამშრომლობა სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან — ნაყოფიერად. კომიტეტი არ გასცემს რეკომენდაციას ორგანიზაციის სპეციალური მონიტორინგისა და მეთვალყურეობის შესახებ ოთხი წლის განმავლობაში.

იმავდროულად წარმოდგენილია რეკომენდებული სანქციების ჩამონათვალი: ქვეყანაში საერთაშორისო ტურნირების ჩატარების აკრძალვა, შეჯიბრებებში მხოლოდ „სუფთა“ სპორტსმენების მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით, ნაკრებისთვის ეროვნული დროშით გამოსვლის აკრძალვა. და ეს ყველაფერი ოთხი წლით.  

WADA პრინციპულ გადაწყვეტილებას 9 დეკემბერს მიიღებს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე. რუსული სპორტის წარმომადგენლების კომენტარები იმედსა („იქნებ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს“) და შიშს („ეს გადაწყვეტილება რუსულ სპორტს მოკლავს“) შორის მერყეობს. და კიდევ აღშფოთებას შორის, WADA-ს უსამართლო ქმედების გამო.

სპორტული იურისტები ამ ყველაფერს სრულ აბდაუბდას უწოდებენ, მაგრამ აღიარებენ, რომ კომიტეტის რეკომენდაციების მიღების შემთხვევაში მათი გასაჩივრების შანსები უკიდურესად მცირეა. 

ბევრი საერთოდ გულწრფელადაა გაოგნებული, რატომ ხდება ეს ყველაფერი. პრობლემები ხომ თითქოს თანდათან გვარდებოდა. ჩვენ ბეჯითად ვასრულებდით მოთხოვნებს და ყველაფერს ვაკეთებდით სიტუაციის გამოსასწორებლად. და საერთოდაც, დოპინგის ისტორია შინაარსობრივადაც და იდეოლოგიურადაც 2010 წელს განეკუთვნება, როდესაც დასავლეთი აქტიურად აქცევდა იზოლაციაში რუსეთს, ცდილობდა მის კაპიტულაციას ყველა მიმართულებით. დიდი სპორტი კი ტრადიციულად უკავშირდება დიდ პოლიტიკას.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
WADA საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის ოთხი წლით მოხსნას მოითხოვს: ლავროვის კომენტარი

მაგრამ მას შემდეგ მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები მოხდა. საიზოლაციო ლენტა საკმარისი არ აღმოჩნდა. ქვეყანამ გაუძლო და გეოპოლიტიკური გავლენის ახალ ტალღაზე საერთაშორისო არენაზე დაბრუნდა, დასავლეთთან თანამშრომლობა აღდგენის ფაზაშია.  

სპორტში კი სიტუაცია მაინც მძიმდება და ჩვენი ათლეტები WADA-ს მძევლებად რჩებიან, რომელიც, როგორც ჩანს, არ აპირებს შეაჩეროს თავისი რუსოფობია.

საკითხი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და არც ისე რთული. 

WADA რუსულ სპორტს ასე იმიტომ ექცევა, რომ შეუძლია თავს ამის ნება მისცეს. რუსეთმა რამდენიმე წელიწადში რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა მსოფლიო პოლიტიკაში. მაგრამ ასე იმიტომ კი არ მოხდა, რომ მოსკოვი მათ წესებს დაემორჩილა, არამედ საპირისპირო მიზეზებით. 

მოსკოვმა უარი თქვა თავს მოხვეული წესებით (უფრო სწორად, განკარგულებებით) თამაშზე და აქტიურად შეუდგა საკუთარი წესების შექმნას. რა თქმა უნდა, ეს სარისკო იყო. მაგრამ „წყნარად ჯდომისა და დასავლეთის კიდევ მეტად არგაღიზიანების“ სტრატეგია გარანტირებულად მიიყვანდა ქვეყანას კატასტროფამდე, რომლისკენაც მას უბიძგებდნენ.

შედეგი ცნობილია. „კრემლის მრავალრიცხოვანმა ავანტიურებმა“ — კონტრსანქციებიდან სირიის სამხედრო ოპერაციამდე, იმპორტჩანაცვლებიდან გაზსადენების ჯიუტ მშენებლობამდე ყველა მიმართულებით — შედეგად დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენა მოიტანა. 

რუსი ოლიმპიელები  - Sputnik საქართველო
რუსული სპორტის კოშმარი: რით ემუქრება WADA-ს მოხსენება რუსეთს?

კიდევ ერთხელ: ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ მათ გაიაზრეს, მართლები არ ვიყავითო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთმა სხვა გზა არ დაუტოვა. 

დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო, ნავთობისა და გაზისა თუ სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ჩვენი სპორტი სხვა გზით წავიდა. მან არ დაიწყო კამათი WADA-სთან, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან და სხვა ორგანიზაცია-მასტოდონტებთან. მას შეასრულა ყველა მოთხოვნა და მიწერილობა იმის იმედით, რომ პრობლემების გადაჭრა და დროთა განმავლობაში ყველაფერზე შეთანხმება მოხერხდებოდა.

იმედები არ გამართლდა.

და ეს — მიუხედავად ჩვენს სპორტთან დაკავშირებული ტრაგიზმისა — იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი მართალი იყო, როცა სხვა სფეროებში მორჩილება არ გამოაცხადა.

ეს საჩვენებელი ისტორიაა თვით ყველაზე ვარდისფერი ელფებისთვისაც კი: ჩვენ გვირტყამენ არა იმისთვის, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ შეუძლიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0