პირველი მედლების მოლოდინში: შვეიცარიაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იწყება

© photo: Georgian National Olympic Committee / FBზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშები ლოზანაში
ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშები ლოზანაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები 16-დან ოთხ დისციპლინაში იასპარეზებენ: სამთო-სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ხუთშაბათს, 9 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში იწყება, 10 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ზაგრებში ვერცხლის მედალი მოიპოვა>>

ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები 16-დან ოთხ დისციპლინაში იასპარეზებენ: სამთო-სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა.

საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენენ:

ალინა ურუშაძე

ფიგურული ციგურაობა ინდივიდუალური
ლუკა ბერულავა ფიგურული ციგურაობა წყვილები
ალინა ბუტაევა ფიგურული ციგურაობა წყვილები
იულია ლებედევა-ბითაძე ფიგურული ციგურაობა სპორტული ცეკვები
მიხეილ კაიგოროდცევი ფიგურული ციგურაობა  
ნოდარ კოზანაშვილი სამთო-სათხილამურო სპორტი  
ნინო კურტანიძე სამთო-სათხილამურო სპორტი  
ესმერალდა გობოზოვა ტრამპლინიდან ხტომა  
ლუკა მჭედლიანი ციგაობა  
ლაშა მჭედლიანი ციგაობა  

ქართული ოლიმპიური დელეგაცია ლოზანაში ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად გუშინ ჩავიდა.

სულ ოლიმპიადაში მონაწილეობას 79 ქვეყნის 1 792 სპორტსმენი მიიღებს. ყველაზე მრავალრიცხოვანია შვეიცარიის (111), რუსეთის (111), აშშ-ის (96), გერმანიისა (90) და კანადის (78) ნაკრებები.

ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია 22 იანვარს Malley-ს ყინულის არენაზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0