00:27 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (614)
89 0 0

ქართველმა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირზე მოკლე პროგრამაში მეორე ადგილი, თავისუფალში კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე Golden Spin of Zagreb 2019 მეორე ადგილი დაიკავა, შედეგები ტურნირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მოკლე პროგრამაში მორისმა 81,10 ქულა მიიღო და პირველი ადგილი ისრაელის წარმომადგენელ ალექსეი ბიჩენკოს დაუთმო, რომელმაც 81,31 ქულა დააგროვა.

რაც შეეხება თავისუფალ პროგრამას, აქ მორისმა მეოთხე შედეგი აჩვენა. მისი გამოსვლა 155,5 ქულით შეფასდა – 78,35 ტექნიკური ელემენტებისთვის და 77,20 პროგრამული კომპონენტებისთვის. მთლიანობაში მან 236,65 ქულა დააგროვა.

ნოემბრის შუა რიცხვებში ყვითელაშვილმა მოსკოვში საერთაშორისო ტურნირზე ISU იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში ქართველმა მოციგურავემ მიიღო 161,72 ქულა – მის კარიერაში საუკეთესო შედეგი. მან ტურნირზე მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მორის ყვითელაშვილი ქართველი მოციგურავეა, რომელიც 2016 წლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა. იმ წელს სპორტსმენმა კრასნოიარსკში გამართულ უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ყვითელაშვილმა არაერთხელ იასპარეზა საქართველოს სახელით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე და ასევე 2018 წლის ოლიმპიადაზე.

თემები:
სპორტის ამბები (614)

მთავარი თემები