კახა კალაძე ბერლინში ტურნირზე ფეხბურთს ითამაშებს

გამოწერა
თბილისის „დინამოს" ვეტერანთა გუნდი ერთადერთი იქნება, რომელიც გერმანიის დედაქალაქში ტურნირზე სპეციალურად მიიწვიეს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის „დინამოს" შემადგენლობაში მონაწილეობას მიიღებს მინი-საფეხბურთო ტურნირში ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters. ტურნირი ბერლინში 11-12 იანვარს გაიმართება, ნათქვამია ტურნირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ რვა საფეხბურთო კლუბის ვეტერანები. აქედან შვიდი გერმანულია გუნდია. ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დედაქალაქში სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ითამაშებენ.

ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
დასახელდა საქართველოს 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

თბილისის „დინამოს" მეტოქეები А ჯგუფში გახდებიან დორტმუნდის „ბორუსია", ლევერკუზენის „ბაიერი" და „შალკე 04". მეორე კვარტეტში წარმოდგენილია სამი ბერლინური კლუბი: „ჰერტა", „იუნიონი" და „ტენის-ბორუსია", ასევე ბრემენის „ვერდერი".

კახა კალაძის გარდა, „დინამოს" შემადგენლობაში არიან: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.

ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გავა. გუნდები ხუთი–ხუთზე ითამაშებენ. თვითონ მატჩები ორტაიმიანი იქნება, თითო ტაიმი 10 წუთი გაგრძელდება.

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე>>

მინი-საფეხბურთო ტურნირი ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters 2010 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0