თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტები მიმდინარე წლის ბოლო, „მასტერსის" სერიის პრესტიჟულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ჩინეთის ქალაქ ცინდაოში 12-14 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 67 ქვეყნის 450 სპორტსმენი. ორთაბრძოლები Conson Gymnasium-ის არენაზე გაიმართება.
შეჯიბრებაში მონაწილეობენ მამაკაცები შემდეგ წონით კატეგორიებში: 60, 66, 73, 81, 90, 100, +100, ხოლო ქალები - 48, 52, 57, 63, 70, 78, +78.
საქართველოს წარადგენს 11 ძიუდოისტი: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (-66), ტატო გრიგალაშვილი (-81), ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური (-90), ვარლამ ლიპარტელიანი (-100), გელა ზაალიშვილი, ლევან მათიაშვილი (+100) და ეთერ ლიპარტელიანი (-57).
შეჯიბრების პირველ დღეს მედლებისთვის იბრძოლებენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი.
ჩხვიმიანის მეტოქე პირველ წრეში უზბეკი დიორბეკ უროზბოევია.
ტურნირის საპრიზო ფონდია 296 ათასი დოლარი.