ქართველი ძიუდოისტები ჩინეთში პრესტიჟულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას

© Sputnik / STRINGERილია სულამანიძე
ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის ქალაქ ცინდაოში საერთაშორისო ტურნირზე ჯილდოებისთვის საქართველოდან თერთმეტი ძიუდოისტი იბრძოლებს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტები მიმდინარე წლის ბოლო, „მასტერსის" სერიის პრესტიჟულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ჩინეთის ქალაქ ცინდაოში 12-14 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 67 ქვეყნის 450 სპორტსმენი. ორთაბრძოლები Conson Gymnasium-ის არენაზე გაიმართება.

ძიუდო - Sputnik საქართველო
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

შეჯიბრებაში მონაწილეობენ მამაკაცები შემდეგ წონით კატეგორიებში: 60, 66, 73, 81, 90, 100, +100, ხოლო ქალები - 48, 52, 57, 63, 70, 78, +78.

საქართველოს წარადგენს 11 ძიუდოისტი: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (-66), ტატო გრიგალაშვილი (-81), ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური (-90), ვარლამ ლიპარტელიანი (-100), გელა ზაალიშვილი, ლევან მათიაშვილი (+100) და ეთერ ლიპარტელიანი (-57).

შეჯიბრების პირველ დღეს მედლებისთვის იბრძოლებენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი.

ჩხვიმიანის მეტოქე პირველ წრეში უზბეკი დიორბეკ უროზბოევია.

ტურნირის საპრიზო ფონდია 296 ათასი დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0