14:56 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (570)
8705120

ქართველმა სპორტსმენებმა ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირზე გულშემატკივრები ოქროს მედლით გაახარეს

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში კარიერაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს საპატიო ჯილდო გადაეცა >>

მოკლე და თავისუფალი პროგრამების შემდეგ ქართველმა მოციგურავეები 142,54 ქულით პირველები გახდნენ.

მეორე და მესამე ადგილები ამერიკელმა მოციგურავეებმა დაიკავეს.

„ყოველ ახალ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალბედა სპორტული წყვილისათვის, ეს გამარჯვება კი დიდი სტიმული იქნება მათთვის სეზონის ისეთი მთავარი ტურნირების წინ, როგორიცაა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი. ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს ოქროს მედლებით შეფასებულ ამ წარმატებულ შედეგს“, - ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.

„ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში ზაგრებში იუნიორებისა და სენიორების კატეგორიებში 4-7 დეკემბერს ტარდება.

ინდივიდუალურ თანრიგში ჭაბუკებს შორის საქართველოს მორის ყვითელაშვილი წარადგენს.

ადრე ნოემბერში ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაება რიგაში Volvo Open Cup-ის იუნიორთა შორის გრან-პრის მფლობელები გახდნენ.

თემები:
სპორტის ამბები (570)

მთავარი თემები