საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს საპატიო ჯილდო გადაეცა

© Pixabay / anncapicturesციგურები
ციგურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სპორტის წარმომადგენელს ჯილდო გადაეცა ოლიმპიური იდეალებისა და ღირებულებების მხარდაჭერისთვის.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს სპეციალური ჯილდო გადაეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან.

ქართველმა მოციგურავეებმა გრან-პრიზე რიგაში ვერცხლის მედალი აიღეს >>

გიორგობიანს ჯილდო გადაეცა ოლიმპიური მოძრაობის, იდეალებისა და ღირებულებების მხარდაჭერისთვის, ასევე ოლიმპიურ თამაშებში ქართველი მოციგურავეების მონაწილეობისთვის.

გიორგი რევია და მარია კაზაკოვა - Sputnik საქართველო
ქართველმა მოციგურავეებმა ხორვატიის გრან-პრიზე ოქროს მედლები აიღეს

საქართველოს წარმომადგენელს ჯილდო გადასცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა ევროპის ოლიმიური კომიტეტის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ვარშავაში 26 ოქტომბერს გაიმართა.

ასამბლეა პოლონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველო ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა.

ქართველი მოციგურავეების და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ბოლო ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებებს შორის აღსანიშნავია ოქროს მედალი, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა ზაგრების იუნიორთა შორის გრან-პრის მეექვსე ეტაპზე მოიპოვეს. გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ოქროს მედალი აიღეს ყინულზე სპორტულ ცეკვებში. ტურნირში მონაწილეობდა 14 ქვეყნის 17 მოციგურავე წყვილი.

ყველა ახალი ამბავი
0