12:12 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466

ქართველმა მოციგურავეებმა გრან-პრიზე რიგაში ვერცხლის მედალი აიღეს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (487)
57 0 0

ქართველი სპორტსმენები გამარჯვებულებს მხოლოდ 0,33 ქულით ჩამორჩნენ

თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იუნიორთა შორის გრან-პრის მესამე ეტაპზე სპორტულ ცეკვებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ტურნირი ლატვიის დედაქალაქში 4-7 სექტემბერს გაიმართა, ნათქვამია მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის ვებგვერდზე.

ქართველი ფიგურისტის წარმატება: მორის ყვითელაშვილის მეორე ადგილი გრან-პრიზე >>

ქართულმა წყვილმა 165.26 ქულა დააგროვა და ის ლიდერს 0,33 ქულით ჩამორჩა. ისინი რუსულ წყვილთან - ელიზავეტა ხუდაიბერდიევასთან და ანდრეი ფილატოვთან დამარცხდნენ. ბრინჯაოც რუს სპორტსმენებს ერგოთ - სოფია ტიუტიუნინას და ალექსანდრ შუსტინსკის.

ქართული დუეტის მომდევნო გამოსვლა გრან-პრის სერიის მეექვსე ეტაპზე ზაგრებში, 25-28 სექტემბერს გაიმართება.

18 წლის მარია კაზაკოვა და 20 წლის გიორგი რევია საქართველოს სახელით 2016 წლიდან ასპარეზობენ.

გრან-პრი იუნიორთა შორის ფიგურულ სრიალში ISU 1997 წლიდან ტარდება, მოიცავს შვიდ შეჯიბრებას და ISU-ს ფინალს. შეჯიბრებაში 13-დან 19 წლამდე ასაკის სპორტსმენები მონაწილეობენ (წყვილებში და ყინულზე ცეკვებში - 21 წლამდე ასაკის სპორტსმენები).

თემები:
სპორტის ამბები (487)

მთავარი თემები