საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს აქვს შანსი ერთა ლიგის D ჯგუფის ფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე თბილისში გამართოს, მაგრამ ამისათვის ბელარუსს უნდა მოუგოს

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

„ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ისტორიული შესაძლებლობა ქართული ფეხბურთისთვის. მომენტი, როდესაც მისი ისტორიის გადაწერას შევძლებთ“, - განუცხადა სლოვამკა სპეციალისტმა უეფას პრესსამსახურს.

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალის მატჩს ბელარუსის წინააღმდეგ თბილისში, 26 მარტს გამართავს.

D დივიზიონის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს გუნდები შეხვდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ევრო-2020-ის შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა ცნობილია >>

ფინალი 31 მარტს საქართველო-ბელარუსის წყვილის გამარჯვებულის მოედანზე გაიმართება. D დივიზიონის საუკეთესო ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს.

საიუბილეო EURO-2020 ევროპის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალი ინგლისში „უემბლის“ სტადიონზე შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0