00:10 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
საქართველო-ანდორა. საქართველოს ნაკრები მატჩის დაწყების წინ

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ევრო-2020-ის შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა ცნობილია

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო 2018 (581)
182 0 0

შესარჩევი თამაშები 2019 წლის 21-23 მარტს დაიწყება

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრის შედეგებით D ჯგუფში მოხვდა.

კენჭისყრა კვირას დუბლინში გაიმართა.

ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები შვეიცარიის, ირლანდიის, დანიისა და გიბრალტარის ნაკრებები გახდნენ.

ტურნირის მატჩები 2019 წლის მარტში დაიწყება და იმავე წლის ნოემბერში დასრულდება. საფინალო სტადიაში გავლენ ათიდან თითოეული ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები. დარჩენილ ოთხ საგზურს გაითამაშებენ ერთა ლიგის ტურნირში მოასპარეზე საუკეთესო გუნდები, რომლებიც შესარჩევ მატჩებს ვერ გაივლიან.

საქართველოს ნაკრები, როგორც ერთა ლიგის თავის გუნდში პირველი ადგილის მფლობელი, ძირითად ტურნირში წარუმატებლობის შემთხვევაში ევრო-2020-ზე საგზურისთვის 2020 წლის მარტში იბრძოლებს.

თემები:
სპორტი და საქართველო 2018 (581)

მთავარი თემები