15:52 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (755)
71 0 0

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო–2020–ის შესარჩევი ციკლი D–ჯგუფში მეოთხე ადგილით დაასრულა, გაიმარჯვა ორჯერ და ორჯერ მატჩი ფრედ დაასრულა

თბილისი, 16 ნოემბერი –  Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, ხოლო შედეგით – არა.

ასეთი განცხადებით გამოვიდა სლოვაკი სპეციალისტი პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ (0:1) ევრო–2020–ის დასკვნით შესარჩევ მატჩში შვეიცარიასთან.

 „ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში. საწყისი ოცი წუთი შვეიცარიამ შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა მოვახერხეთ, უფრო მეტს ვმოძრაობდით და მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მცირე შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა“, – განაცხადა ვაისმა მატჩის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე.

Тренер футбольной сборной Грузии Владимир Вайсс
© Sputnik / Alex Shlamov
ვლადიმირ ვაისი

თავისი კოლეგისგან განსხვავებით, შვეიცარიის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფინალური სასტვენის შემდეგ შვებით ამოისუნთქა. თუმცა, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ბოსნიელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის თამაშში ხარვეზებზე ისაუბრა.

„იგრძნობოდა, რომ პირველ ტაიმში ჩემი ბიჭები ნერვიულობდნენ, რადგან თამაში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, გუნდში საგრძნობი იყო საკადრო პრობლემები. შესვენებაზე მათ ვურჩიე, დამშვიდებულიყვნენ და მეორე ტაიმში მეტი ძალით შევუტიეთ. გასაგებია, რომ ამის გამო თავისუფალი სივრცე გაჩნდა და საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე საშიში მომენტის შექმნა შეძლო. მაგრამ ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ“, – განაცხადა პეტკოვიჩმა.

ამ წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა D–ჯგუფში რვა ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე განთავსდა. რაც შეეხება შვეიცარიას, ამ გამარჯვების წყალობით ის 14 ქულით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ჯგუფის ლიდერია დანია, რომელმაც პარალელურ თამაშში გიბრალტარი 6:0 გაანადგურა.

Матч между сборными Грузии и Швейцарии по футболу
© Sputnik / STRINGER
საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის

D–ჯგუფში ბოლო სათამაშო დღეს (18 ნოემბერი) შვეიცარიის ნაკრები გასვლით თამაშში შეხვდება გიბრალტარს, ხოლო დუბლინში ირლანდია და დანია ევროპის ჩემპიონატის მეორე საგზურის მფლობელს განსაზღვრავენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გუნდი 19 ნოემბერს ამ კალენდარულ წლის ბოლო მატჩს გამართავენ. გასვლით თამაშში ქართველი ფეხბურთელები მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონ ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

თემები:
სპორტის ამბები (755)

მთავარი თემები