ისტორიული ტრანსფერი - ქართველი ჰოკეისტი კანადაში ითამაშებს

გამოწერა
კანადური კლუბისა და 19 წლის საქართველოს ყინული ჰოკეის ნაკრების თავდამსხმელის შეთანხმების ვადა რვა თვეზე იქნება გათვლილი

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყინული ჰოკეის ნაკრების თავდამსხმელი თემურ ვედიაპინი პირველი ქართველი ჰოკეისტი გახდა, რომელმაც კანადურ კლუბ Maniwaki Mustangs-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ნათქვამია საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს ჰოკეის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა

წინასწარი ინფორმაციით, კანადური კლუბისა და 19 წლის ქართველი ჰოკეისტის შეთანხმების ვადა რვა თვეზე იქნება გათვლილი.

ვედიაპინის ტრანსფერი წელიწადზე მეტი ხნის წინ უნდა შემდგარიყო, ამის შესახებ „Sputnik-საქართველო" წერდა. მაგრამ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქართველი ჰოკეისტის გადასვლა Maniwaki Mustangs-ში გაჭიანურდა.

Maniwaki Mustangs კანადური გუნდია ამავე სახელწოდების ქალაქიდან (კვებეკის პროვინცია). კლუბი გამოდის კანადის ახალგაზრდულ ლიგაში (CPJHL) აღმოსავლეთის დივიზიონში, სადაც ამჟამად მეორე ადგილს იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0