15:39 08 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (755)
65 0 0

ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული 2019 წელს უკვე მეორედ დაკარგა, მაგრამ ნოემბერში ფუკუოკას ტურნირზე მისი დაბრუნების შანსი არის.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ოძეკის ტიტული დაკარგა, ნათქვამია იაპონიის სუმოს ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

იაპონიის ასოციაციამ გამოაქვეყნა რეიტინგი „ბანძუკე", რომელშიც წარმოდგენილი არიან სუმოისტები და მათი ახალი ტაბელი რანგების შესახებ აკი ბაშოს დასრულების შემდეგ.

ახალი რეიტინგის თანახმად, 32 წლის ქართველი გოლიათი სეკივაკემდე ჩამოქვეითდა. მას ოძეკის ტიტულის დაბრუნება წლის ბოლო ტურნირზე კიუსიუს ბაშოზე შეუძლია, რომელიც 10-24 ნოემბერს ქალაქ ფუკუოკაში გაიმართება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მძიმეწონოსანს გაგამარუს – თეიმურაზ ჯუღელს, ის ძიურეს მეორე დივიზიონის ქვედა ნაწილში, დასავლეთის მეთორმეტე მებრძოლის პოზიციაზე გადავიდა.

ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი გასულ აკი ბაშოზე დააგროვა, მოიგო რა 15-დან მხოლოდ ექვსი ორთაბრძოლა. ეს ტიტულის დაკარგვის მიზეზი გახდა.

ტოჩინოშინმა ოძეკის რანგში სულ 105 ორთაბრძოლა ჩაატარა ბაშოზე, აქედან 35-ჯერ გაიმარჯვა, 43-ჯერ წააგო, ხოლო 27 შეხვედრა ტრავმის გამო შეწყვიტა.

ტოჩინოშინმა 2019 წელს ოძეკის ტიტული უკვე მეორედ დაკარგა.

თემები:
სპორტის ამბები (755)

მთავარი თემები