საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ლევან გორგაძეს შეხვდა

© photo : Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი ლევან გორგაძეს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ლევან გორგაძეს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისეთი სპორტსმენები, როგორიც ტოჩინოშინია, ქვეყნებს აახლოებენ, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ვიზიტისას ყველაზე ტიტულოვან ქართველ სუმოს მოჭიდავეს, ლევან გორგაძეს შეხვდა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში გუშინ ჩავიდა, რათა  იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიაში მიეღო მონაწილეობა. სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტი 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი და იასუჰირო იამაშიტასი - Sputnik საქართველო
რას დაჰპირდა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ასევე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ იასუჰირო იამაშიტას. მხარეებმა ისაუბრეს 2020 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, რომლებიც ტოკიოში გაიმართება, ასევე საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობაზე სპორტის სფეროში. შეხვედრაზე ლევან გორგაძეზეც ისაუბრეს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ტოჩინოშინი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ წარმატებულ სპორტსმენებს ქვეყნების დაახლოება.

ტოჩინოშინი ორთაბრძოლით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. წარმატებით ასპარეზობდა ძიუდოსა და სამბოში. 2005 წელს ვერცხლის მედალი აიღო სუმოში.

ტოჩინოშინისთვის ტრიუმფალური გახდა 2018 წლის იანვრის ჰაცუ ბაშო. მაშინ შეჯიბრის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ლევან გორგაძემ პირველი ადგილი გაინაღდა.

 

სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა >>

ამ სეზონზე ტოჩინოშინი არც ისე წარმატებულად ასპარეზობს. აკი ბაშოს ტურნირზე მან ოძეკის ტიტული დაკარგა. მაგრამ წლის დასკვნით ტურნირზე - კიუსიუ ბაშოზე, რომელიც ტოკიოში ნოემბერში გაიმართება, იგი ტიტულის დაბრუნებას შეძლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0