02:51 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
რაგბი. ავსტრალია-უელსი

უელსის ნაკრები ავსტრალიის დამარცხების შემდეგ ჯგუფის ლიდერი გახდა

© REUTERS / MATTHEW CHILDS
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (454)
62 0 0

ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ურთულესი მატჩი გამართეს და „ბორჯღალოსნებს“ სატურნირო ცხრილში გაუსწრეს.

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში რაგბიში, რომელიც იაპონიაში მიმდინარეობს, უელსის ნაკრებმა ავსტრალიას მოუგო ანგარიშით 29:25.

D ჯგუფის ორ ლიდერს შორის თამაში დაიწყო საქართველო-ურუგვაის მატჩის დასრულებისთანავე, რომელშიც ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 33:7.

Матч по регби между сборными Австралии и Уэльса
© REUTERS / ISSEI KATO
რაგბი. ავსტრალია-უელსი

უელსის ნაკრები პირველივე ტაიმიდან დაეუფლა უპირატესობას და შესვენების წინ ანგარიში იყო 23:8.

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, მაგრამ ავსტრალიის ნაკრებს 15-ქულიანი ჩამორჩენის გადალახვა სჭირდებოდა. ორი ლელოს და წარმატებული გარდასახვის და ორი გატანილი საჯარიმოს მიუხედავად ავსტრალიელებმა მეტოქის დამარცხება ვეღარ შეძლეს.

კვირას გამართული მატჩების შემდეგ ჯგუფის ლიდერი გახდა უელსის ნაკრები 9 ქულით, შემდეგ მოდიან ავსტრალიის გუნდი (6 ქულა), საქართველო (5 ქულა), ურუგვაი (4) და ფიჯი (2).

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში ფიჯის ნაკრებთან ითამაშებს. ქართველებს სჭირდებათ გამარჯვება, რათა გარანტირებული ჰქონდეთ მონაწილეობა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე. ავსტრალიის გუნდი კი 5 ოქტომბერს ურუგვაის ნაკრებს შეერკინება.

თემები:
სპორტის ამბები (454)

მთავარი თემები