ნიკა კვეკვესკირს გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს

© Sputnik / Levan Avlabreliნიკა კვეკვესკირი
ნიკა კვეკვესკირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპორტსმენი თავის კლუბს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ყაზახეთის „ტობოლის“ ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირმა მიუნხენში (გერმანია) წარმატებით გადაიტანა ოპერაცია  საზარდულის რგოლებზე, ნათქვამია ყაზახეთის გუნდის განცხადებაში.

ექიმების პროგნოზით, ქართველი ნახევარმცველის აღდგენას თვე ნახევარი დასჭირდება. დაგეგმილია, რომ კვეკვესკირი რეაბილიტაციას სერბეთში გაივლის.

ეს ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის ჩემპიონატში გამოტოვებს სეზონის ბოლოს, რომლის დასრულებამდე კიდევ ექვსი ტურია დარჩენილი.

საქართველოს ნაკრები დანიის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში ორი დებიუტანტი გამოიძახეს

ამ დროისთვის, „ტობოლი" სატურნირო ცხრილში 58 ქულით ლიდერობს და უახლოეს მეტოქეს, „კაირატს" ორი ქულით უსწრებს.

ამასთან, კვეკვესკირი ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს უეფას ევრო-2020-ის შესარჩევ მატჩებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. 12 ოქტომბერს ვლადიმირ ვაისის შეგირდები უმასპინძლებენ ირლანდიის ნაკრებს, ხოლო სამი დღის შემდეგ გასვლაზე გიბრალტარის გუნდს შეხვდებიან.

კვეკვესკირი „ტობოლში"2017 წლის მარტიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ნახევარმცველმა კოსტანაის კლუბის შამადგენლობაში ყველა ტურნირში 61 მატჩი გაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და 10 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0