იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ქართველია

© Georgian Rugby / FBვანო ქარქაძე
ვანო ქარქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეების ათეულში ოთხი ქართველი შედის.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე საქართველოს ნაკრების წევრი ვანო კარკაძე გახდება.

მსოფლიო პირველობის დაწყებისას კარკაძე, რომელიც ფრანგულ „ბრივში" გამოდის, 19 წლისა და სამი თვის იქნება. ახალგაზრდა მორაგბემ ეროვნულ გუნდში სამი მატჩი ჩაატარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ახალგაზრდა კვაჭი მსოფლიო თასზე წაიყვანა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კარკაძე ყველა ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს.

© Georgian Rugby / FBთედო აბჟანდაძე
იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ქართველია - Sputnik საქართველო
თედო აბჟანდაძე

ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეების ათეულში იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ სამი ქართველია. ესენი არიან თედო აბჟანდაძე (20 წლისა და სამი თვის), ვანო საღინაძე (20 წლისა და 10 თვის) და გურამ გოგიჩაშვილი (21 წლის).

რაგბის ქართული ნაკრები იაპონიაში - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები იაპონიაში პოპულარულია

გვერდს ვერ ავუვლით ასევე ყველაზე უფროს მოთამაშეებსაც. ასეთი იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკ ტომპსონი იქნება – 38 წლისა და ხუთი თვის, რომელიც იაპონიის სახელით იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს გაიხსნება და 2 ნოემბერს დასრულდება.

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს მსოფლიო პირველობაზე. ქართველი მორაგბეები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

პირველ მატჩს ქართველი მორაგბეები უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0