07:55 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (570)
61 0 0

ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად გორგაძეს ამჟამინდელ აკი ბაშოზე 15 შეხვედრაში რვა გამარჯვება სჭირდება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირზე მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს.

ტურნირის მეოთხე ბრძოლაში ტოჩინოშინი კომუსუბ აბის დაუპირისპირდა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქის შეტევა გვერდითი ბიძგით მოიგერია, მაგრამ მანამდე გორგაძე მარცხენა ხელით მეტოქის ვარცხნილობას შეეხო. ამ ქმედებისთვის ჩვენ სპორტსმენს ხანსოკუ (ტექნიკური წაგება) ჩაუთვალეს.

ეს წაგება ტოჩინოშინისთვის ტურნირზე მესამე გახდა, ხოლო მოგება ერთი აქვს. აკი ბაშოს მეხუთე დღეს გორგაძე დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტომოკაძეს შეერკინება.

ამჟამინდელ ტურნირზე ტოჩინოშინს სჭირდება დადებითი ბალანსი, ანუ რვა მოგება 15 შეხვედრაში. თუ ქართველი სუმოისტი ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდება, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

აკი ბაშო ტოკიოში 22 სექტემბრამდე გასტანს.

თემები:
სპორტის ამბები (570)

მთავარი თემები