ლევან გორგაძეს მეტოქის თმაზე კონტაქტის გამო ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს – ვიდეო

© photo: AFP 2020 / ZELLER FRANKლევან გორგაძე - ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად გორგაძეს ამჟამინდელ აკი ბაშოზე 15 შეხვედრაში რვა გამარჯვება სჭირდება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირზე მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს.

ტურნირის მეოთხე ბრძოლაში ტოჩინოშინი კომუსუბ აბის დაუპირისპირდა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქის შეტევა გვერდითი ბიძგით მოიგერია, მაგრამ მანამდე გორგაძე მარცხენა ხელით მეტოქის ვარცხნილობას შეეხო. ამ ქმედებისთვის ჩვენ სპორტსმენს ხანსოკუ (ტექნიკური წაგება) ჩაუთვალეს.

ეს წაგება ტოჩინოშინისთვის ტურნირზე მესამე გახდა, ხოლო მოგება ერთი აქვს. აკი ბაშოს მეხუთე დღეს გორგაძე დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტომოკაძეს შეერკინება.

ამჟამინდელ ტურნირზე ტოჩინოშინს სჭირდება დადებითი ბალანსი, ანუ რვა მოგება 15 შეხვედრაში. თუ ქართველი სუმოისტი ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდება, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

აკი ბაშო ტოკიოში 22 სექტემბრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0