04:17 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
საჭადრაკო ოლიმპიადა

თბილისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის აკადემია გაიხსნა

© photo: courtesy of Volunteers Batumi Chess Olympiad 2018
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (363)
94 0 0

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ქალთა შორის აკადემია  საკუთარი სახსრებით გახსნა

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის და ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის აკადემია გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აკადემიაში დღესვე სტარტი აიღო მაიას თასმა, სადაც ხუთი სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

აკადემია მაია ჩიბურდანიძემ პირადი სახსრებით გახსნა, სპორტული ინვენტარით კი ჭადრაკის ფედერაციამ აღჭურვა. იქ სწავლება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის საავტორო პროგრამით წარიმართება.

დღეს აკადემიის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, თბილისის საკრებულოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მაია ჩიბურდანიძე ქართველი და საბჭოთა მოჭადრაკე, არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის (1978-1991) და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული – ხუთჯერ სსრკ-ის გუნდის შემადგენლობაში და ოთხჯერ – საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

1978 წელს ჩიბურდანიძე სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა, 1984 წელს კი გროსმაისტერი.

ქალთა შორის ოლიმპიადებზე გამარჯვებების რაოდენობით ჩიბურდანიძე მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილს ჩამორჩებ

თემები:
სპორტის ამბები (363)

მთავარი თემები