ქართველი მოჭადრაკე აბუ-დაბის ტურნირის გამარჯვებულია

© Sputnik / Levan Avlabreliბაადურ ჯობავა
ბაადურ ჯობავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირზე ქართველმა მოჭადრაკემ შვიდი პარტია მოიგო და ორი ყაიმით დაასრულა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჭადრაკის ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წარმომადგენლობით ტურნირზე გაიმარჯვა.

ჯობავამ ცხრა პარტიიდან შვიდში გაიმარჯვა და ორიც ყაიმით დაასრულა.

ტურნირზე შვიდი ქულით მეორე ადგილზე გავიდა უზბეკი დიდოსტატი ნოდირბეკ იაკუბოევი, ხოლო მესამეზე 6,5 ქულით - ირანელი მაჰმამ მაგსუდლუ.

მეორე ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირზე ლუკა პაიჭაძემ 5,5 ქულით 23-ე ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0