საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები დევისის თასზე საკუთარი ლიდერის გარეშე ითამაშებს

© AP Photo / Kamran Jebreiliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი ოსლოში გაიმართება.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი და ეროვნული ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნორვეგიის წინააღმდეგ დევისის თასის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, ნათქვამია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის Facebook-გვერდზე.

მიზეზი, რის გამოც ბასილაშვილი (АТР-ის რეიტინგში მე-18 ადგილი) მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას, არ არის დასახელებული. სრულიად შესაძლებელია, რომ ბასილაშვილს სურს მთელი ძალები პეკინში АТР-ს ტურნირისთვის მზადებას დაუთმოს, სადაც გასულ წელს გაიმარჯვა და ახლა გამომუშავებული რეიტინგული ქულები უნდა დაიცვას. China Open-ი 30 სექტემბერს აიღებს სტარტს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეში გავიდა

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ნორვეგიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით წარდგება: ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, გიორგი ცივაძე, საბა ფურცელაძე და ნიკოლოზ დავლიანიძე. გუნდის კაპიტანი – დავით კვერნაძე.

აღსანიშნავია, რომ მეტრეველი სერიოზული ტრავმის გამო იძულებული გახდა თითქმის მთელი წელი გამოეტოვებინა. ბოლო ორი თვეა, რაც იგი აქტიურ ჩოგბურთს დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო გერმანიაში challenge-ტურნირებში.

რაც შეეხება ალექსანდრე ბაკშის, იგი საქართველოს ნაკრებში ახალი სახეა. ბოლო წლებში 22 წლის ჩოგბურთელი ოკლაჰომას უნივერსიტეტის სახელით გამოდის, სადაც გუნდის პირველი ნომერია.

ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დევისის თასის შეხვედრები ოსლოში 13 და 14 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0