ქართველი ჩოგბურთელი АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითდა

© REUTERS / FABIAN BIMMERნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა უახლოესი ტურნირი „დიდი სლემის" ერთ-ერთი ტურნირის US Open-სთვის მზადების მიზნით გამოტოვა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის მამაკაცთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაისის შუა რიცხვებიდან პირველად АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითდა.

ქართველ ჩოგბურთელს გაუსწრო ბელგიელმა დავიდ გოფენმა, რომელმაც გასულ კვირაში „მასტერსის" სერიის ტურნირში რუს დანიილ მედვედევთან წააგო. თუმცა თავად მედვედევმა მერვე ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლა და მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა სიაში მოხვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა: ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალშია

ამ კვირაში ბასილაშვილს მონაწილეობა უნდა მიეღო АТР-250 სერიის ტურნირში Winston-Salem Open, სადაც პირველ ნომრად იყო განთესილი. თუმცა მან ბოლო მომენტში უარი თქვა შეჯიბრში მონაწილეობაზე, რისი მიზეზიც US Open-სთვის უკეთ მზადება გახდა. ეს ტურნირი 26 აგვისტოს დაიწყება.

გასულ წელს ბასილაშვილი არცთუ ცუდად გამოვიდა „ფლეშინგ მედოუზის" კორტებზე და 1/8 ფინალამდე მივიდა, სადაც რაფაელ ნადალთან ოთხ სეტში წააგო. ამგვარად, ბასილაშვილის ამოცანაა ამ ტურნირზე შეინარჩუნოს თავისი 180 სარეიტინგო ქულა.

US Open ნიუ-იორკში 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 28 619 ათასი აშშ დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყველა ახალი ამბავი
0