ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა: ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალშია

© REUTERS / FABIAN BIMMERნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და კარიერაში პირველად გადალახა 2000 ქულიანი ნიშნული ATP-ს რეიტინგში.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის მერვედფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც  1/16-ფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი სამ სეტში ანგარიშით 2:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის ტურნირი წარმატებით დაიწყო

მეორე წრის შეხვედრა ქართველ და გერმანელ ჩოგბურთელებს შორის ერთი საათი და 48 წუთი გრძელდებოდა.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და კარიერაში პირველად გადალახა 2000 ქულიანი ნიშნული ATP-ს რეიტინგში. ამ დროისათვის ქართველ ჩოგბურთელს 2065 ქულა აქვს და მე-16 ადგილს იკავებს ლაივ-რეიტინგში.

აღსანიშნავია რომ ბასილაშვილი და შტრუფი მანამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დაპირისპირებებიდან ერთხელ ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა, ერთხელ — გერმანელმა.

ბასილაშვილი მესამე წრეში ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე დაამარცხა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში.  ზვერევთან მატჩი 8 აგვისტოსაა ჩანიშნული თბილისის დროით 20:00 საათზე.

მონრეალის „მასტერსის“ საერთო საპრიზო ფონდი 5 მლნ 700 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ტურნირი 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0