ფელის ვისენტე: „შევეცდებით, მაქსიმალურად შევუტიოთ“

© photo: FC Dinamo Tbilisi / FB"დინამოს" მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე
დინამოს მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩი „დინამოსა“ და „ფეინოორდს“ შორის თბილისში მაყურებლის გარეშე ჩატარდება

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ განაცხადა, რომ უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო თამაშში ჰოლანდიის „ფეინოორდის“ წინააღმდეგ გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ერთი კვირის წინ 0:4 წაგების შემდეგ რეაბილიტირებული იყოს.

„მიუხედავად პირველი თამაშის შედეგისა, ეს მატჩი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ შევცვალოთ. წინა შეხვედრაში 80 წუთი კარგად ვითამაშეთ. შემდეგ კი ისეთი რაღაცები მოხდა, რაც შეიძლება სეზონში ერთხელ მოხდეს – ნამდვილი კატასტროფა – სამი გოლი გავუშვით“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
უეფამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა: „დინამო"–„ფეიენოორდის“ მატჩს მაყურებელი არ დაესწრება

სამწუხაროდ, ქართველი გულშემატკივარი თამაშს ტრიბუნებიდან ვერ მიადევნებს თვალს. საქმე ისაა, რომ უეფას გადაწყვეტილებით, „დინამო არენა“, ქართველი ფანატების რასისტული ლოზუნგების გამო აზერბაიჯანის „გაბალის“ წინააღმდეგ მატჩში (გაიმარჯვა „დინამომ“ 3:0), დისკვალიფიცირებულია.

„სამწუხაროა, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ იქნება. მაგრამ რას ვიზამთ – ასეთია  უეფას გადაწყვეტილება. მაინც, ვეცდებით, ყველა გავახაროთ ჩვენი თამაშით. ვიცი, რომ შეხვედრა მათთვის განსაკუთრებული უნდა გახდეს“, – აღნიშნა ვისენტემ.

აქ იგულისხმება დინამოელების გამარჯვება „ფეინოორდზე“ 1981 წელს, როდესაც ქართველმა ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს. ეს იყო თასთა მფლობელთა თასის ნახევარფინალური მატჩი. გადამწყვეტ მატჩში კი „დინამომ“ „კარლ ცაისს“ 2:1 მოუგო.

მატჩი „დინამოსა“ და „ფეინოორდს“ შორის 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0