უეფამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა: „დინამო"–„ფეიენოორდის“ მატჩს მაყურებელი არ დაესწრება

გამოწერა
უეფამ თბილისის „დინამო“ 50 ათასი ევროთიც დააჯარიმა

თბილისი, 13 აგვისტო  — Sputnik.  უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა არ დააკმაყოფილა თბილისის „დინამოს“ საჩივარი, მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება – ჰოლანდიურ „ფეიენოორდთან“ თბილისის „დინამოს“ მატჩი 15 აგვისტოს მაყურებლის გარეშე ჩატარდება, იუწყება საზოგადოებრიცი მაუწყებლის პირველი არხი

თბილისის „დინამო“ - Sputnik საქართველო
„დინამო“- „ფეიენოორდი“ - ისტორიული დაპირისპირების რიმეიქის მოლოდინი

გარდა ამისა, ფინანსური სასჯელის სახით თბილისის კლუბმა 50 ათას ევრო უნდა გადაიხადოს, მატჩის დროს ტრიბუნებზე კი დამონტაჟებული  უნდა იყოს ბანერი – #equalgame.

მატჩი 15 აგვისტოს „დინამო არენას“ სტადიონზე ჩატარდება.

ტელეკომპანიის  ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება უეფამ მიიღო „დინამოს“ ქომაგების რასისტული საქციელის გამო ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში აზერბაიჯანულ კლუბ „გაბალასთან“.

1 აგვისტოს თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანის „გაბალას“ საშინაო მატჩში 3:0 მოუგო (ორი მატჩის ჯამით 5:0) და ტურნირის მომდევნო წრეში გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0