05:08 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
საბურთალო – არარატ–არმენია

„საბურთალომ“ „არარატ–არმენიასთან" წააგო და ევროპის ლიგას გამოეთიშა

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (453)
9901

„საბურთალო“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა საკუთარ მოედანზე ევროთასის გათამაშებაში

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „საბურთალო“ „არარატ–არმენიასთან“ უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. პირველი მატჩი ერევანში 2:1 დასრულდა ქართული გუნდის სასარგებლოდ, მაგრამ ორი შეხვედრის შედეგად სომხურმა კლუბმა 3:2 გაიმარჯვა.

სტუმრებმა პირველი გოლი დასაწყისში – მეათე წუთზე გაიტანეს, რაც ქართველების ცენტრალური მცველების „დამსახურებას“ შეიძლება მივაწეროთ.

ამ გოლის შემდეგ „არარატ–არმენიამ" ინიციატივა მასპინძლებს გადასცა, მაგრამ, ფლობდა რა ტერიტორიულ უპირატესობას, „საბურთალომ“ გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო.

შესვენების შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმის მსგავსი სიტუაცია განვითარდა – „საბურთალო“ უფრო მეტად ფლობდა ბურთს, ხოლო ერევნის კლუბი კონტრშეტევებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამან შედეგი გამოიღო 67–ე წუთზე – დაინიშნა 11–მეტრიანი საჯარიმო დარტყმა და დაფიქსირდა მატჩის საბოლოო ანგარიში 2:0.

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო ქართული კლუბისთვის. ამ წაგებით „საბურთალო“ ევროპის თასის გათამაშებას გამოეთიშა.

ხვალ, 15 აგვისტოს ევროპის ლიგის ამავე სტადიაზე საპასუხო საშინაო მატჩს გამართავს თბილისის „დინამო“. თამაშს უფრო ფორმალური ხასიათი ექნება. ერთი კვირის წინ „დინამომ“ ჰოლანდიის „ფეინოორდთან“ 0:4 წააგო.

ამგვარად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქართული კლუბებისთვის ევროთასის ამჟამინდელი სეზონი დამთავრებულია.

თემები:
სპორტის ამბები (453)

მთავარი თემები