01:37 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (663)
70 0 0

ქართველი ფეხბურთელები ევროპის ლიგაში ერევნის „არარატს" შეხვდებიან.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ" გასვლით მატჩში ზაგრების „დინამოსთან" 0:3 წააგო. საპასუხო მატჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა. ამით „საბურთალომ" ტურნირში გამოსვლა დაასრულა.

სამივე გოლი მასპინძლებმა მეორე ტაიმში გაიტანეს, თან ბოლო 15 წუთში. გოლების ავტორი არიან მისლავ ორსიჩი – 77-ე წუთზე, ბრუნო პეტკოვიჩი – 88-ე წუთზე და დანი ოლმო – დამატებულ დროში.

Футбольный матч между клубами Сабуртало и Динамо в Загребе
© Sputnik / STRINGER
თბილისის „საბურთალო" - ზაგრების „დინამო"

ორი მატჩის შედეგებით საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაგრების „დინამოსთან" 0:5 წააგო.

„საბურთალო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში დამარცხდა>>

მიუხედავად უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნისა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ევროთასების კამპანიაში რჩება. „საბურთალო" გამოსვლას უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გააგრძელებს. ქართული კლუბის მეტოქე ერევნის „არარატი" იქნება.

პირველი თამაში 8 აგვისტოს ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო – ერთი კვირის მერე თბილისში.

თემები:
სპორტის ამბები (663)

მთავარი თემები